დღევანდელი, 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.8 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6362 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 0.94 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, 1 ევროს კურსმა 2.8305 ლარი შეადგინა.
1.42 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2887 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.78 თეთრი ლარი ღირს.