დღევანდელი, 1-ელი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6252 ლარი შეადგინა.
ლარი ევროს მიმართ 1,16 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
0,76 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ოფიციალური კურსი 3.3282 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.82 თეთრი ღირს.