დღევანდელი, 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.11 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6147 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებაში ლარი 0.67 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8709 ლარი შეადგინა.
0.69 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტნულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის კურსი 3.3314 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.67 თეთრი ღირს.