დღევანდელი, 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 0.37 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6055 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 0.80 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ფასმა 2.8408 ლარი შეადგინა.
ლარი 0.47 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ფასი 3.3113 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 10.03 თეთრი ღირს.