13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9058 ლარი გახდა.
1.59 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4874 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.96 თეთრი ღირს.