დღევანდელი, 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,81 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0,44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9345 ლარი გახდა.
0.31 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5290 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.93 თეთრი ღირს.