დღევანდელი, 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.61 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9677 ლარი გახდა.
0.02 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5380 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.93 თეთრი ღირს.