4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.43 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9738 ლარი გახდა.
1.79 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5382 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.94 თეთრი ღირს.