1 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 1.63 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7264 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.15 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9595 ლარი გახდა.
4.19 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5203 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.94 თეთრი ღირს.