დღევანდელი, 29 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 0.43 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.6177 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1.36 თეთრით გამყარდა ლარი ევროს მიმართ და 1 ევრო 2.8591 ლარი ღირს.
ლარი 1.94 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3.3132 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 10.04 თეთრი ღირს.