დღევანდელი, 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7262 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.05 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9514 ლარი გახდა.
0.43 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5378 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.96 თეთრი ღირს.