დღევანდელი, 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.52 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9509 ლარი გახდა.
0.05 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5421 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.95 თეთრი ღირს.