დღევანდელი, 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.757 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9457 ლარი გახდა.
0.82 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5426 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.92 თეთრი ღირს.