დღევანდელი, 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,08 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7263 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9804 ლარი გახდა.
0.36 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5600 ლარია.
თურქული ლირა 7,95 თეთრი ღირს.