დღევანდელი, 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,02 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7255 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9803 ლარი გახდა.
0.43 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5636 ლარია.
თურქული ლირა 7,97 თეთრი ღირს.