დღევანდელი, 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0,19 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7354 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.02 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0177 ლარი გახდა.
1.70 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6031 ლარია.
თურქული ლირა 7,99 თეთრი ღირს.