დღევანდელი, 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7104 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.34 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9516 ლარი გახდა.
1.93 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5064 ლარი გახდა.
თურქული ლირა 8.22 თეთრი ღირს.