დღევანდელი, 25 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 3.26 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8357 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0410 ლარს შეადგენს.
4.81 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5985 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.59 თეთრი ღირს.