დღევანდელი, 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.31 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8031 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.47 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0069 ლარს შეადგენს.
1.22 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3. 5504 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.52 თეთრი ღირს.