დღევანდელი, 22 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.95 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარი გახდა.
0.03 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4684 ლარია.
თურქული ლირა 8.47 თეთრი ღირს.