დღევანდელი, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0.03 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6797 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8812 ლარს შეადგენს.
1,33 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3472 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.31 თეთრი ღირს.