დღევანდელი, 28 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6978 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2,25 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,9112 ლარს შეადგენს.
1.80 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4035 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.34 თეთრი ღირს