დღევანდელი, 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6827 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.17 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9080 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 0.15 თეთრით გაუფასურდა და მისი ფასი 3,4017ლარია.
1 თურქული ლირა 8.84 თეთრი ღირს.