დღევანდელი, 25 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6029 გახდა.
ლარი 0.85 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.8752 ლარი შეადგინა.
0.39 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსმა 3.3424 შეადგინა.
ერთი თურქული ლირა 9.66 თეთრი ღირს.