დღევანდელი, 31 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8138 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9292 ლარი შეადგინა.
0.70 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5279 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.96 თეთრი ღირს.