15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7311 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.37 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8873 ლარი გახდა.
0.80 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.44625 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.93 თეთრი ღირს.