11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.07 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9138 ლარი გახდა.
1.05 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5185 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.95 თეთრი ღირს.