დღევანდელი, 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6576 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8941 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ არ შეცვლილა და მისი ფასი 3,3704 ლარია.
1 თურქული ლირა 8.82 თეთრი ღირს.