24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა და შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7603 ლარს შეადგენს.
1.31 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP) და მისი ფასი 3.1216 ლარი გახდა.
თურქული ლირა 12.92 თეთრი ღირს.