დღევანდელი, 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8310 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა.
0.20 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4821 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.99 თეთრი ღირს.