დღევანდელი, 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8068 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.98 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9306 ლარი შეადგინა.
3.36 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5349 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.95 თეთრი ღირს.