დღევანდელი, 1 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6788 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.21 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8583 ლარი გახდა.
2,35 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3442 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.25 თეთრი ღირს.