დღევანდელი, 13 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა, შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6586 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9061 ლარი გახდა.
0.04 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4003 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.28 თეთრი ღირს.