დღევანდელი, 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6524 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით მცირედით, 0.02 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8582 ლარს შეადგენს.
0,18 თეთრიდა გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3.3473 ლარია.
1 თურქული ლირა 8,64 თეთრი ღირს.