დღევანდელი, 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6769 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.79 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9168 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 0.58 თეთრით გაუფასურდა და მისი ფასი 3,4104 ლარია.
1 თურქული ლირა 8.84 თეთრი ღირს.