დღევანდელი, 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.8955 ლარი შეადგინა.
3.74 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4905 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.96 თეთრი ღირს.