დღევანდელი, 16 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 4.25 თეთრით გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულებამ 3.0002 ლარი შეადგინა.
5.12 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4972 ლარია.
თურქული ლირა 8.57 თეთრი ღირს.
დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად $60 მილიონი გაყიდა.