ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, პარტნიორების მიერ პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის შენელება ან შეჩერდება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენებს და ნეგატიურად იმოქმედებს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, – ასეთ პროგნოზს აკეთებენ ISET-ის ეკონომისტები.
მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესება ლარის კურსის გაუფასურების და ინფლაციის რისკს ქმნის, რაც უარყოფითად აისახება ცალკეული ადამიანის შემოსავლებზე.
კონკრეტულად, როგორი იქნება საშინაო და საგარეო ვითარების გავლენა ცალკეული მიმართულებით:
მაკროეკონომიკური ზემოქმედება
- ეკონომიკური ზრდა გრძელვადიანი ზრდის რისკის ქვეშ აღმოჩნდება
- ვალუტის კურსზე მუდმივი ზეწოლა ქმნის მნიშვნელოვან რისკს, რომელიც შესაძლოა ინფლაციად იქცეს 2025 წლის შუა რიცხვებისთვის.
- გაცვლითი კურსის მერყეობა და ეროვნული ბანკის რეზერვების ადეკვატურობის შენარჩუნების გამოწვევები
- ფინანსური რესურსების შეზღუდვა პარტნიორებისგან (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რეფორმებისთვის და ა.შ.).
- ბიზნესთან დაწყებული საარბიტრაჟო საქმეების გაზრდის რისკი სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება
არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი
- შეიცვალა პარტნიორობის ბუნება- გაიზარდა იზოლაცია დასავლელი მოკავშირეებისგან, მცირდება უცხოური მხარდაჭერის შემოდინება და მეზობელ ქვეყნებზე (მაგალითად, რუსეთზე) მზარდი დამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდება.
- გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ ეკონომიკური დაუცველობა
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების შეზღუდვა
2025 წლის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მიმდინარე სიტუაციასთან
- გაზრდილი რისკის აღქმა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
- გაზრდილი რისკის პრემია- ქვეყნის რისკი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან პირდაპირ კორელაციაშია: რისკის პრემია შემცირდა კანდიდატის სტატუსის დამტკიცების შემდეგ და გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები შეჩერდა
- Fitch-ის პერსპექტივა შემცირდა
- სესხი ძვიდება საკრედიტო ხარჯების ზრდის გამო, რასაც იწვევს მაღალი რისკის აღქმა
ადგილობრივი (და საერთაშორისო) არასტაბილურობის გავლენა ეკონომიკურ სექტორებზე
- უარყოფითი ზემოქმედება ფინანსურ და უძრავი ქონების/სამშენებლო სექტორებზე
- ტურიზმის სექტორის ვარდნა
- მოკლევადიანი გავლენა საცალო ვაჭრობის სექტორში
- მაღალკვალიფიციური პერსონალის მზარდი მიგრაცია/ტვინების გადინება, რაც დააზარალებს ეკონომიკასა და ინოვაციებს
- ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისთვის მნიშვნელოვანი რისკები ნაკლებად მიმზიდველს ხდის ამ სფეროებს უცხოელი ინვესტორებისთვის
რისკები ხალხის კეთილდღეობისთვის
- გაცვლითი კურსის მერყეობამ და ინფლაციამ შეიძლება უფრო ძლიერად შეასუსტოს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მსყიდველობითუნარიანობა
- გაიზრდება შემოსავლებს შორის უთანასწორობა
- შეზღუდულმა დაფინანსებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას (ჯანმრთელობა, განათლება, ინფრასტრუქტურა) და უარყოფითად იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე, გამოიწვიოს სოფლების დატოვება და უარყოფითი ურბანიზაციის გაღრმავება