კომპანია ნეო სითი დეველოპმენტი, რომელმაც ლაგუნა ვერე ფონდი ქართუსგან შეისყიდა, განცხადებას ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ სპორტულ- გამაჯანსაღებელ კომპლექსს აღადგენს და ის „თბილისს მალე დაუბრუნდება“.
BRG გთავაზობთ კომპანიის განცხადების სრულ ტექსტს:
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს”.
კომპანია ნეო სითი დეველოპმენტსა და ფონდ ქართუს შორის ხელშეკრულება 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიის გადაცემის შესახებ 2023 წლის 7 აგვისტოდან გაფორმდა.