კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორს და გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ–ფრიდს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მანჰეტენის ფედერალური პროკურატურა მისთვის 50 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. პროკურორებმა 15 მარტს განაცხადეს, რომ სემ ბენკმენ–ფრიდმა უარი თქვა „იმის აღიარებაზე, რაც მან ჩაიდინა“.
გარდა ამისა, პროკურატურამ ბენკმენ–ფრიდს $11 მილიარდის გადახდა დააკისრა, FTX-ის ინვესტორებისა და Alameda-ს კრედიტორებისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბენკმენ–ფრიდმა ათასობით ადამიანი აზარალა, რომლებმაც კრიპტობირჟას საკუთარი სახსრები მიანდეს.
კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თაღლითობა, ფულის გათეთრება და ინვესტორების აქტივების მითვისება.
ბრალდებულის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებს.
ბენკმენ–ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა FTX შექმნა.
2022 წელს ფინანსურმა პირამიდამ კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით $65 მილიარდის აქტივები დაკარგეს.
2022 წლის დეკემბერში ბანკმენ–ფრიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს, FTX-ის ცენტრში და შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადიცია აშშ-ში.
2023 წლის აგვისტოდან ყოფილი მილიარდერი ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში იმყოფება.