კრედოს კაპიტალზე უკუგება (ROE) გაეზარდა. 1 ნოემბრის მდგომარეობით, კაპიტალზე მომგებიანობა 18.76%-ია (2023 – 13.9%). ბანკი 2024 წელს 50 მლნ. ლარზე მეტი მოგებით ამთავრებს.
როგორც ცნობილია, კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი იაპონურმა ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc. -მ შეისყიდა.
Gojo & Company-თან 1-წლიანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე ბანკის მფლობელებმა (მიკროსაფინანსო ჰოლდინგი – Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – Proparco /Groupe Agence Française de Développement/ საფრანგეთიდან) 22 დეკემბერს განაცხადეს.
ბანკის მიმართ უცხოური ფინანსური ორგანიზაციის ინტერესი სწორედ მაღალმა მომგებიანობამ განაპირობა.
კრედოს საკრედიტო პორტფელი წლის დასაწყისიდან 18.6%-ით არის გაზრდილი და 2.4 მლრდ ლარს აღემატება (2023 – 2.024 მლრდ). საბაზრო წილი კი 4%-მდეა (2023 – 3.76%). თუმცა ამასთან პრობლემური სესხების მოცულობაც მომატებულია, წლიურად, 10 მილიონით, 24 მლნ ლარამდე (L/Y – 14 მლნ), თუმცა მთლიან პორტფელში 1%-ის ფარგლებშია. სესხების რაოდენობა 16.5%-ით გაზრდილია და 566 000-ს აღემატება (L/Y – 585 430).
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში.
რაც შეეხება Gojo & Company, JPY-ს, 123.7 მლრდ -ის კონსოლიდირებულ სასესხო პორტფელით, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია (სათავო ოფისი: ტოკიო). მც/მიკრო ბიზნესის მხარდამჭერია განვითარებად, აზიის და აფრიკის ქვეყნებში, მათ შორისაა კამბოჯა, შრი ლანკა და რეგიონიდან ტაჯიკეთი.