ტექნოლოგიური კომპანია IBM ახალი თანამშრომლების დაქირავებას შეწყვეტს, რადგან ელოდება, რომ უახლოეს წლებში სამუშაო ადგილებს ხელოვნური ინტელექტით შეავსებს.
IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი არვინდ კრიშნა ამბობს, რომ კომპანიის სამუშაოს თითქმის მესამედს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტი დაიკავებს.
„თანამშრომლების 30% შეიცვლება ხელოვნური ინტელექტით და ავტომატიზაციით ხუთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა მან.
ამჟამად, IBM-ს დაახლოებით 260 ათასი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ შემცირება გამოაცხადა და დაახლოებით 5 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა.
ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტუმა მალე შეიძლება, მასობრივი დათხოვნები გამოიწვიოს. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიებს აქვს უნარი, გაზარდოს წარმოების პროდუქტიულობა, ჩაანაცვლოს მუშები და შექმნას სრულიად ახალი ინდუსტრიები.