ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში კომერციულმა ბანკებმა ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი შეამცირეს.
ანაბრებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა იანვრის თვესთან შედარებით 8.10%-დან 7.51%-მდე დაიკლო.
წლიურმა სარგებელი კომერციულმა ბანკებმა შეამცირეს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე.
ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10,60%-დან 10.08%-მდეა შემცირებული, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე იანვარში არსებული 2.05%-დან 1.99%-მდე.
აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთები უკვე რამდენიმე თვეა მცირდება.
დეკემბერში ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ბანკები წლიურად 10,79%-ს არიცხავდნენ(ნოემბერში 10,93%-ს შეადგენდა).
ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საშუალო განაკვეთი დეკემბერში 2,18%-ს შეადგენდა(ნოემბერში განაკვეთი საშუალოდ 1,68% იყო).