კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაცია სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
„ცვლილების დროა – ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას.
მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ.
შევხვდებით ტაშკენტში“, – წერს კობა გვენეტაძე.
კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2023 წლებში იკავებდა.