ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა, სადაც მოსკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იარაღის მიწოდებაზე უნდა მოილაპარაკოს.
კიმი ფხენიანიდან რუსეთში თავისი კერძო მატარებლით კვირას გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებთან, მრეწველობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.
შეჯავშნული მწვანე ძველმოდური მატარებელი, რომელსაც კიმი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მთავარ სარკინიგზო სადგურამდე მივიდა. როგორც მედია წერდა, კიმის მატარებელი იმდენად მძიმედ არის შეჯავშნული, რომ მხოლოდ 60 კმ/სთ-ში სიჩქარით შეუძლია მოძრაობა.
კიმი იშვიათად ტოვებს ქვეყანას. მან 12 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ გადალახა კორეის საზღვარი და ამ ვიზიტებიდან ოთხი ჩინეთში შედგა.
ეს კიმის მეორე შეხვედრა იქნება პუტინთან. ისინი 2019 წელს შეხვდნენ ერთმანეთს საზღვარგარეთ მათი ბოლო მოგზაურობის დროს.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი ვლადივოსტოკში ორშაბათს ჩავიდა. ის დაესწრება აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიას, რომელიც ოთხშაბათამდე გაგრძელდება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მისი შეხვედრა კიმთან ფორუმის შემდეგ შედგება და რომ ლიდერების პრესკონფერენცია არ იგეგმება.
არ დადასტურებულა შეხვედრის ადგილი და არც ის, დაესწრება თუ არა კიმი ეკონომიკურ ფორუმს.
ფხენიანმა და მოსკოვმა უარყვეს, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღს მიაწვდის რუსეთს, რომელმაც უკრაინაში იარაღის უზარმაზარი მარაგი დახარჯა.
მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიიწევს წინ და ამ ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მთავარი თემაც ეს იქნება.
ჩრდილოეთ კორეის დელეგაციაში შედიან მაღალჩინოსნები, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიას და სამხედრო მრეწველობის სფეროს კურირებენ, რაც ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს აფიქრებინებს, რომ ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობაზე.
ორშაბათს ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ გაფრთხილა ფხენიანი, რომ არ მიჰყიდოს რუსეთს იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის ომში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღის გადაცემით დაირღვევა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეასთან იარაღით ვაჭრობას.
ჩრდილოეთ კორეა ღიად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და პუტინმა გასულ კვირას პირობა დადო, რომ გააფართოებს ორმხრივ თანამშრომლობას მოკავშირესთან.