მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კილიან მბაპე ფრანგულ საფეხბურთო კლუბს ყიდულობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი ფრანგული კლუბის „კაენის”(SM Caen) 80%-ის მფლობელი ხდება. ფეხბურთელი ამისთვის დაახლოებით 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
კლუბის აქციების დანარჩენ ნაწილს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ-ანტუან კაპტონი ფლობს, რომელიც 5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მალე დასრულდება.
კლუბმა წინა სეზონში საფრანგეთის მეორე დივიზიონში მეექვსე ადგილი დაიკავა.
გარიგების შედეგად, ფეხბურთელი ბავშვობის ოცნებას აისრულებს. კილიან მბაპე კაენის ბავშვთა გუნდში თამაშობდა, მაგრამ ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო ნორმანდიის კლუბის აკადემიაში ვერ მოხვდა.
წინასწარი ინფორმაციით, მბაპე კლუბის ხელმძღვანელებად დანიშნავს თავისი კომპანიის ხელმძღვანელს, ზიად ჰამუდს, ასევე დედას, ფაიზა ლამარის.