მცირედით, მაგრად შედარებით უფრო ნაკლები შერბილების მოლოდინი
- ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი არაერთი ფაქტორი, ბოლო პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერი შერბილებისაკენ მიუთითებს;
- აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა;
- ამასთან, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას;
- ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელის მოქალაქეთა ხარჯები შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია, ხოლო ისრაელიდან გზავნილების კუთხით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება;
- ჯამური გზავნილების მხრივ კი, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება;
- თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ ერთი, 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი, ხოლოდ 2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარით, ის დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება.