მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცეს.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს (ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო), პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.
პროგრამის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების 17 მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად ხორციელდებოდა სპეციალური და სატვირთოს ტიპის მანქანების, კონტეინერების, ურნებისა და უნიფორმების გადაცემა; ჯამში, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ ნარჩენების შესაგროვებელი 72 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 12 005 ერთეული სხვადასხვა მოცულობის კონტეინერი და ურნა.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში €6,8 მილიონს შეადგენს.
ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.