NATO საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კანონის მიღების გადაწყვეტილება შეუთავსებელია მის დასავლურ კურსთან, მათ შორის ალიანსში წევრობის გეგმებთან. ალიანსი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და პატივი სცემს მშვიდობიან პროტესტს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „უცხოური აგენტების” კანონპროექტის მიღების შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და საქართველოს აშორებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – აღნიშნულია NATO-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას განცხადებაში.
რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. შემდეგ პარლამენტთან პოლიციამ ხალხი დაარბია, მოხდა შეტაკებები და დაკავებები. კანონპროექტის განხილვის დროს დეპუტატებს შორის იყო დაპირისპირებები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა, რომელიც 14 მაისს იმყოფებოდა საქართველოში, ქართველი ოფიციალური პირები, სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა, დემოკრატიის შელახვის გამო.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა და შეფასების გამოქვეყნებისას მის გათვალისწინებას ითხოვს. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაშინებისა და ცემის გამო,