გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 29 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 12 მლნ ლარზე მეტი სესხი.
ამასთან, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 49 საწარმო.
საქართველოში კაკლის ადგილობრივი წარმოება მზარდია და სპეციალისტების თქმით, წელს მოსალოდნელია მოსავლიანობის ზრდა.
2023 წელს ქვეყანაში 3,2 მილიონი კილოგრამი კაკალი მოვიდა. მიმდინარე წელს ფერმერები 4 მილიონი კილოგრამი მოსავალის აღებას ვარაუდობენ.
ქვეყანაში კაკლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ამ დროისთვის 56.6% შეადგენს.
ქვეყანაში იმპორტის მაჩვერნებელი ჯერ კიდევ მაღალია.
Galt&Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო 1 სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს მოიხმარს და მსოფლიოში პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, რაც საშუალოზე 8-ჯერ უფრო მაღალია. ეს გამოწვეულია საქართველოს კულინარიით, ვინაიდან ნიგოზი ბევრი საკვები პროდუქტის ინგრედიენტად გამოიყენება.
კაკლის იმპორტის 88.7% უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან ხდება.
იმპორტირებული კაკალი ბაზარზე უხარისხოდ მიიჩნევა. მათ შორის ჩინური კაკალი, რომელიც საგრძნობლად გაიაფებულია აღნიშნულ ქვეყანაში გაზრდილი წარმოების გამო.